აკაკი ცომაია: ჩვენ უნდა შევქმნათ რაც შეიძლება ლიბერალური შრომის ინსპექცია

აკაკი ცომაია

საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში ცხარე კამათს იწვევს შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი. თემის აქტუალიზება უკავშირდება ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.

9 მაისს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას უმალვე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქცია და მოთხოვნა, სასწრაფოდ შეიქმნას შრომის ინსპექცია. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „მკვლელებიც“ კი უწოდა ინსპექციის შექმნის მოწინააღმდეგეებს. მაგრამ ირკვევა, რომ რეგულაცია, რომლის გამოც უჩა ნანუაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, უკვე არსებობს.

რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში, რომელსაც კერძო კომპანია მართავს, არის თუ არა შრომის ინსპექცია გამოსავალი ასეთ ვითარებაში - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ინტერვიუ ვთხოვეთ ეკონომისტ აკაკი ცომაიას.

„კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორის, აკაკი ცომაიას, განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ფუნქციონირებს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო".

Your browser doesn’t support HTML5

აკაკი ცომაია: ჩვენ უნდა შევქმნათ რაც შეიძლება ლიბერალური შრომის ინსპექცია