გლობალურ ენერგოპოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელობა იზრდება

გაზსადენი

მიმდინარე კვირის ბოლოს თბილისმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციაზე სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან ერთად გაზსადენების პოლიტიკაზეც ისაუბრეს.

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გამონახულიყო შესაძლებლობები ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციისათვის და სუფთა და მდგრად ენერგეტიკაში ინვესტიციების გასაზრდელად. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციაზე, რაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კალაძემ, გარდა ელექტროენერგიის ტრანსპორტირების სფეროში საქართველოს როლისა, გაზისა და ნავთობის პროექტებში მისი მონაწილეობის მნიშვნელობაც აღნიშნა.

Your browser doesn’t support HTML5

გლობალურ ენერგოპოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელობა იზრდება