სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წელს

წლის ბოლო, როგორც წესი, შედეგების შეჯამების დროა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცვლილებების წინაშეა, მინისტრები, ერთმანეთის მიყოლებით, გაწეული საქმიანობის - მათ შორის, ეკონომიკურის - პრეზენტაციებს ახდენენ. სხვებთან ერთად, ამ თვალსაზრისით საინტერესოა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის საინვესტიციო დანახარჯებიც ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი გზაა.

ალბათ, საზოგადოებას ახსოვს მინისტრის განცხადებები, რომ წლის ბოლომდე პროექტების ნაწილის სრულად განხორციელება ვერ მოხერხდებოდა. ამ პროექტების ამბავი, დიდი ალბათობით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი რამდენიმე სიტყვით იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც სამინისტროს მიერ 2015 წელს ყველაზე მნიშვნელოვნად ჩაითვალა:

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიობანკის დაფინანსებით, წყალტუბოში, რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქის რეაბილიტაცია განახორციელა.პროექტის ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია და მასზე500 ადამიანზე მეტი დასაქმდა.

2015 წელს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28-კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა დაგადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვერტმფრენით იყოშესაძლებელი. ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ გზის მშენებლობის შემდეგმშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება.პროექტის ღირებულება11 მილიონამდე ლარია.

წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუისი–აგარას19.5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში აშენდა: ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 5 გზაგამტარი, ორდონიანი გადაკვეთებით, და 3 პარალელური სახიდე გადასასვლელი. პროექტზე, რომლის ღირებულება 70 მილიონ ლარია, 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

განხორციელდა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველ და მესამე სექციაზე 10,6 კმგზის მშენებლობა .

კიდევ ერთი პროექტი მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობაა, რომელივ განახლდა. პროექტის ფარგლებში, მოხდება გვირაბების რეაბილიტაცია, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა.

ლოგიკურად, ამ დანახარჯებმა - მაგალითად, წალენჯიხის ან ხევსურეთის შემთხვევაში - ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდას უნდა წააშველოს ხელი. ამიტომ ერთი და ორი წლის თავზე ძალიან საინტერესო იქნება მსგავსი დანახარჯების ეკონომიკური ეფექტიანობის დათვლა და სამომავლო ბიუჯეტების ამის მიხედვით დაგეგმვაც. მაგალითად, თუ მსგავსი დანახარჯის ეფექტიანობა გაცილებით დიდია, ვიდრე სოფლის მეურნეობის სუბსიდიების, ხელისუფლებამ შესაბამისი არჩევანი უნდა გააკეთოს კიდეც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ფაქტია, რომ მსგავსი ანალიზი ქვეყანაში არ ხდება და აქცენტი ხშირად უფრო პოპულისტურ და ნაკლებეფექტიან ხარჯებზე კეთდება, ვიდრე, თუნდაც, ზემოთ მოხსენიებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.