ტურიზმი საქართველოში

გუდაური

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“(PPI) პროექტის მეორე ეტაპს იწყებს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოსმუნიციპალიტეტებში კერძო ბიზნესის განვითარებას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიტანოს წვლილი აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში, რაცხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს, საქმიანობის გაფართოებისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის სანაცვლოდ, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება.

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც მხოლოდ კახეთის რეგიონს მოიცავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ათამდე ბიზნესმენს დაეხმარა. მათ შორის: გაკეთდასასტუმრო „როიალ ბატონამდე“ და სასტუმრო „ლოპოტამდე“ მისასვლელი გზა,ჩატარდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია შპს „შუხმან ვაინზ ჯორჯიაში" და ა.შ.

ეს ერთ-ერთია იმ აქტივობებიდან, რომელიც მიზნად ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს. მაგალითად, ტურიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც სეზონს ახანგრძლივებს, ხოლო რაც უფრო დიდია დასვენების პერიოდი, მით მეტია კურორტის საინვესტიციოღირებულება. ჩოგოვაძე ამბობს, რომ ზამთრის კურორტების წარმოსაჩენად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ბევრი გაკეთდა, ამიტომ წელს უკეთეს სეზონს ელოდებიან, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკრეტული მონაცემების დასახელებისგან თავს იკავებს. მისივე განმარტებით, წელს არსებული გამოწვევების საპასუხოდ გააქტიურდაქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ზაფხულის კამპანიები წარმატებული აღმოჩნდა, ზამთრის კამპანია კი აქტიურ ფაზაშია.

ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ტურისტთა ნაკადები, მართლაც, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2015 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი - 436 234 ვიზიტორი - შემოვიდა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ვიზიტორების დაახლოებით მესამედი ტურისტია. შსს-ს ცნობით, 144 109 ვიზიტორი ტურისტია, 93 716 ვიზიტი არის ტრანზიტი, ხოლო სხვა დანარჩენს წარმოადგენს 198 409 ვიზიტი. რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1 %), თურქეთიდან (+2,2 %), აზერბაიჯანიდან (+22 %), რუსეთიდან (+7 %) და უკრაინიდან (-2 %) განხორციელდა. შსს-ს ცნობით, ასევე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად, 17 %, 14 %, 11 %, და 11 %), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (30 %), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (52 %), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (39 %), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 748% და საუდის არაბეთი - 79%-იანი მატებით. სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტის 10 %-იანი ზრდა.

სტატისტიკა არ გვეუბნება, ძირითადად რომელი ქალაქისა თუ რეგიონის და რა ტიპის ტურისტული მომსახურებით ისარგებლეს აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსულმა ტურისტებმა.​