საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა წლითიწლობით მცირდება და შესაბამისად იკლებს შემოსავლები. მიუხედავად რამდენიმე ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენისა, რადიკალურად არ უმჯობესდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა და იქ დასაქმებულთა მდგომარეობა. ეს და სხვა საკითხები განიხილეს კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში მოაწყო „ჰაბ ჯორჯიამ“. ამ ორგანიზაციის წევრს, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს, პაატა ცაგარეიშვილს, კახა მჭედლიძემ ჰკითხა, თუ რა გახდა რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზი.
Your browser doesn’t support HTML5