ეკატერინე ტოგონიძე კიდევ ერთი ქართველი მწერალია, რომელიც ბერლინის ცნობილი ლიტერატურული კოლოკვიუმის სტუმარი გახლდათ. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ მწერლებთან ერთად მონაწილეობდა ლიტერატურული პროცესში, რომელიც ლიტერატურულ საღამოებს, საინტერესო შეხვედრებსა და, რაც მთავარია, კომფორტულ გარემოში წერას გულისხმობს. ეკატერინე ტოგონიძემ სწორედ იქ დაუსვა ბოლო წერტილი თავის პირველ რომანს „ასინქრონი“, რომელსაც სულ მალე გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. როგორ შეიძლება მოხვდეს ქართველი მწერალი ბერლინის ლიტერატურულ კოლოკვიუმზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა და რაზეა დაწერილი ახალი რომანი - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ეკატერინე ტოგონიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.
Your browser doesn’t support HTML5