„მუსლიმთა საძმოდ“ წოდებული გაერთიანების პოლიტიკურმა შტომ - „ეგვიპტის თავისუფლებისა და სამართლიანობის“ პარტიამ - ორშაბათ დილით გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა კანდიდატმა, მოჰამედ მურსიმ, გაიმარჯვა.
არჩევნები ეგვიპტეში 16-17 ივნისს ჩატარდა. „მუსლიმთა საძმომ“ სოციალური ქსლის, „ ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ცნობა, რომ არჩევნები მოიგო მისმა კანდიდატმა, რომელიც, განცხადების თანახმად, „ეგვიპტის, მთელი ერის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტია“. მურსიმ თავის მხარდამჭერებს მიმართა და პირობა მისცა ყველა ეგვიპტელს, მაჰმადიანს და ქრისტიანს, რომ „იქნება ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი, მათი მსახური“. „მუსლიმთა საძმომ“ გამოაქვეყნა თავისი, არაოფიციალური შედეგები, რომელთა თანახმადაც, მურსიმ თავის მეტოქეს, მუბარაქის პერიოდის პრემიერ-მინისტრს აჰმედ შაფიკს აჯობა 4 პროცენტით და ხმების 52 პროცენტი მოიპოვა.
შაფიკის წარმომადგენელმა არჩევნებში გაოცება გამოხატა „საძმოს“ განცხადების გამო და თქვა, რომ მხოლოდ საარჩევნო კომისიას აქვს უფლებამოსილება გამოაქვეყნოს საბოლოო შედეგები. ოფიციალურად ეს 21 ივნისისთვისაა დაგეგმილი. ორშაბათს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში: ქვეყნის მმართველმა შეიარაღებული ძალების უზენაესმა საბჭომ გამოაქვეყნა დამატებითი „საკონსტიტუციო დეკლარაცია“, რომელიც საბჭოს ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საფინანსო ზედამხედველის უფლებამოსილებას. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საბჭო შექმნის ასკაციან ორგანოს, რომელიც ახალი კონტიტუციის პროექტზე იმუშავებს და ამ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ამ საბჭოს ფელდმარშალი ჰუსეინ ტარნტავი განაგებს. ის ოცი წლის განმავლობაში ჰოსნი მუბარაქის მმართველობის ქვეშ მეთაურობდა ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს. ალიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი პარტია არ აღიარებს სასამართლოს ამასწინანდელ გადაწყვეტილებას ახალი პარლამენტის დაშლის შესახებ და სამხედრო საბჭოს მიერ საკონსტიტუციო დეკლარაციაში გამოთქმულ პოზიციას.
ეგვიპტელები, რომლებიც სამხედრო საბჭოს ემხრობიან, გაჰყვიროდნენ საბჭოს საწინააღმდეგო ლოზუნგებს, მათ შორის: „ძირს სამხედრო მმართველობა!“. „მუსლიმთა საძმოს“ უჭერს მხარს მოჰამად ალ-ზაკი, რომელიც ბედნიერია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეგვიპტეში სამოქალაქო მმართველობა დაიწყება:
„მადლობა ღმერთს, ეგვიპტელი ხალხის, სახალხო მხარდაჭერის მეოხებით, არჩეულ იქნა დოქტორი მოჰამედ მურსი პირველ სამოქალაქო პრეზიდენტად. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო მმართველობას გადავურჩით. ეგვიპტე წინ წავიდა და ვითარდება. პირველად ეგვიპტის ისტორიაში, ღვთის ნებით, ძალაუფლება გადავა სამოქალაქო პირების ხელში. 1952 წლის რევოლუციის შემდეგ ეგვიპტეს სამხედროები მართავდნენ და ვითარება დღემდე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ახლა ძალაუფლება სამოქალაქო პირებს დაუბრუნდათ და მთლიანად მათ ხელში იქნება.“
საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიამ ეგვიპტეში დაძაბულად ჩაიარა. ბევრი შაფიკში მუბარაქის დროის პრემიერ-მინისტრსა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურში მუბარაქის შარშან დამხობილი რეჟიმის გაგრძელებას ხედავს. მაგრამ ყველა ეგვიპტელს არც „მუსლიმთა საძმო“ და მისი წარმომადგენელი მურსი ეხატება გულზე, მიუხედავად იმისა, რომ ის სამოქალაქო პირია, ასე ძლიერ რომ გაუსვა ხაზი მოჰამად ალ-ზაკიმ. სეკულარული მმართველობის მომხრეები შიშობენ, რომ ისლამისტთა მმართველობა უუფლებობას მოიტანს ქალებისთვის, ასევე სხვა რელიგიური თემისთვის, ქრისტიანებისთვის, რომლებიც ეგვიპტის საზოგადოების ტრადიციულ და სერიოზულ ნაწილს წარმოადგენენ. ეგვიპტის არჩევნებს გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი, რომელმაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას შემდეგი თქვა:
„მოუთმენლად ველით ეგვიპტის არჩევნების შედეგებს და იმედი გვაქვს, ვინც უნდა აირჩიოს ეგვიპტელმა ხალხმა, ის შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის - ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და სინაის უდაბნოს შესახებ უშიშროების სფეროში დადებულ შეთანხმებებს.“
როგორც ზემოთ ითქვა, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ივნისს გამოცხადდება. უზენაესმა სამხედრო საბჭომ ორშაბათს განაცხადა, რომ არჩეულ პრეზიდენტს ამ თვის ბოლოს გადასცემს ძალაუფლებას. იტყობინებიან, რომ ძალაუფლების გადაცემისას მასშტაბური ცერემონია მოეწყობა.