13 სექტემბერს პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები თავისუფლებისათვის“ წევრებმა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტი დაგმეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, 2013 წლის 3 აგვისტოს სარფის საბაჟოზე პოლიციელებმა დააკავეს ინფიცირებული ქალი, რომელსაც ჩაუტარეს იძულებითი სამედიცინო მანიპულაციები, ჩამოართვეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები და ფსიქოლოგიური ძალადობით აიძულებდნენ ეთანამშრომლა პოლიციასთან.
„არა დისკრიმინაციას!“, „შეწყდეს პოლიციელთა ძალადობა!“ – ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური შესასვლელის წინ შეიკრიბნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზა ანდღულაძის თქმით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული მოქალაქისა და მასთან მყოფი პირების დაკავებაში მონაწილეობდა ათამდე პოლიციელი, რომლებმაც დაკავებულები, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, ავტომობილის სალონშივე გააშიშვლეს.
„ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალადობას, ფისქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას, რისი საბოლოო მიზანიც იყო პოლიციასთან თანამშრომლობა. დღეს კი პროცესი მიმდინარეობს პირიქით - სასამართლოში განიხილება საქმე 42-ე მუხლით, თითქოს მსხვერპლი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტის გაყალბებას“, - უთხრა ლიზა ანდღულაძემ რადიო თავისუფლებას.
დაკავებულებისათვის ჩამორთმეულ ნივთებს შორის იყო სამედიცინო პრეპარატები. პოლიციამ შეადგინა ოქმი, რის საფუძველზეც დაკავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა, რომელიც აივ პოზიტიურია, მასზე განხორციელებული ძალადობის დეტალებს იხსენებს:
„წამიყვანეს თბილისში. ნამდვილი კოშმარი იყო ის, რომ სამმართველოში დამხვდნენ პოლიციელები, რომლებიც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მე ვარ განწირული ადამიანი, რომ ჩემზე აქვთ ინფორმაცია, თითქოს მე უნდა გადმომეტანა ნარკოტიკები საზღვარზე და ვინაიდან ვერაფერი მიპოვნეს, მითხრეს, რომ აუცილებლდ აღმოაჩენდნენ ჩემთვის ჩამორთმეულ პრეპარატებში, ანუ ანტივირუსულ პრეპარატებში, ჰეროინს. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი გაქვს, ჩვენთან თანამშრომლობაო. ანუ უნდა დაადო ხელი ე.წ. „ბარიგას“, ნარკოგამსაღებელსო და ამით დაიხსნი თავსო“.
ნატას თქმით, დაკავებითა და ჩხრეკით გამოწვეული სტრესის გამო, დაეწყო მენსტრუალური ციკლი, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, პოლიციელებმა მას არ მისცეს საპირფარეშოში გასვლის საშუალება. მოგვიანებით კი, ნარკოტიკების აღმოჩენის მიზნით, დაკავებულს ჩაუტარეს გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური გასინჯვა. ნატას ადვოკატის ალექსი შოშიკელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებიდან გათავისუფლებამდე, ანუ მთელი 32 საათის განმავლობაში, არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები.
„რადგანაც თანამშრომლობაზე ვერ დაიყოლია, პოლიციამ საექსპერტო დაწესებულებაში იძულებით ჩაუტარა ექსპერტიზა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების დადგენის ფაქტზე და თითქოს დაუდგინდა მას ეს ფაქტი, რაც გაკეთდა ყალბი დასკვნის საფუძველზე, რადგანაც ექსპერტიზა ჩაატარა არაუფლებამოსილმა პირმა - ექიმმა-ნარკოლოგმა, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი. შედეგად, ჩვენ მივდივართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან, რაც გასაჩივრებულია გენერალურ ინსპექციაში“, - უთხრა ალექსი შოშიკელაშვილმა რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საჩივარი თბილისის პროკურატურას გადაეცა, პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აივ-ინფიცირებულთა უფლებების დარღვევის მიზეზი არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ვითარებას ამძიმებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და ამ ფაქტებზე სამინისტროს ხელმძღვანელობის, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატური რეაქცია:
„პირველ რიგში, შსს-ს უნდა მოეხდინა გენერალური ინსპექციის რეორგანიზაცია, რაც არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების შეცვლას. მთავარია მიდგომების შეცვლა. მაგალითად, ჩვენი იდეა იყო გენერალურ ინსპექციაში შესულიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ განახორციელებდა საზოგადოებრივ მონიტორინგს“.
დაზარალებულის ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი კი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ნატას უფლებების დასაცავად. ადვოკატის თქმით, 3 აგვისტოს ინციდენტმა შემდეგი გარემოება გამოააშკარავა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს აივ-ინფიცირებულთა კონფიდენციალობის დაცვის სტანდარტსა და ნებაყოფლობითი ტესტირების პროცედურას, პრაქტიკა განსხვავებულია, რის დასტურადაც გამოდგება თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 სექტემბრის გადაწვეტილება, რომლის თანახმადაც, ნატას, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.