ძაღლების ექსკრემენტები და პატრონების დაჯარიმება
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ფეხით მოსიარულეთა განწყობას არცთუ იშვიათად აფუჭებს შინაური
ცხოველების - ძირითადად ძაღლების - ექსკრემენტებით დაბინძურებული გარემო.
ასეა დასასვენებელ პარკებშიც, სადაც ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრი
ძაღლი იყრის თავს. პატრონების ნაწილი არ იცავს სისუფთავეს და არც
50-ლარიანი ჯარიმის შიში აწუხებს, შემდეგ კი ყველაფერი ისევ უდანაშაულო
ძაღლებს ბრალდებათ. „თბილსერვისჯგუფის“ ქვეითი ინსპექტორები შინაური
ცხოველების უპასუხისმგებლო პატრონებს მოულოდნელი შემოწმების
„სიურპრიზებს“ ჰპირდებიან. ლელა კუნჭულია ვითარების გასარკვევად „ვაკის
პარკს“ ესტუმრა. სიუჟეტზე ოპერატორები - ნუგზარ ფანქველაშვილი და შიო
ხიდაშელი - მუშაობდნენ.