დონალდ ტრამპი: ცხოვრება ბიზნესსა და ტელეეკრანზე
დონალდ ტრამპი, რომელიც დაუთარიღებელ ფოტოზეა გამოსახული, დაიბადა 1946 წელს ნიუ-იორკში, მდიდარ ოჯახში.
ტრამპი (მარცხნივ), ხუთიდან მეოთხე შვილი, ამ ფოტოზე თავის ოჯახთან ერთად არის. მამამისმა, ფრედ ტრამპმა, რომელიც უძრავი ქონების წარმატებული ნიუიორკელი მაგნატი იყო, თავის ვაჟს ასესხა მილიონობით დოლარი, რათა დახმარებოდა მას ბიზნესიმპერიის შექმნაში.
ტრამპი - ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიის კადეტი.
ტრამპი მამასთან ერთად ნიუ-იორკის უორტონის ბიზნესის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს.
ტრამპი 1977 წელს დაქორწინდა ჩეხოსლოვაკიაში დაბადებულ ივანა ზელნიჩკოვაზე. სურათზე წყვილი გადაღებულია 1989 წელს. მათ სამი შვილი ჰყავთ: ერიკი, ივანკა და უმცროსი დონალდ ტრამპი.
ტრამპმა 1993 წელს ცოლად შეირთო მსახიობი და მოდელი მარლა მეიპლსი.
ტრამპს და მეილსს 1995 წელს შეეძინათ გოგონა, ტიფანი.
ტრამპი 1996 წელს "მისს უნივერსის" - სილამაზის კონკურსის - მფლობელი გახდა. ვენესუელელმა ალისა მაჩადომ, რომელმაც ტიტული მოიპოვა იმავე წელს, მოგვიანებით ტრამპი დაადანაშაულა საჯაროდ აბუჩად აგდებასა და შეურაცხყოფაში.
ლას ვეგასში ტრამპის "ინტერნეშნლ ჰოტელისა" და "ტაუერის", ბიზნესმენის ერთ-ერთი ფეშენებელური საკუთრების ქვაკუთხედის ჩადების ცერემონია, 2005 წელი.
ტრამპი პროდიუსერ მარკ ბარნეტთან ერთად 2004 წელს, როცა ის ტელევარსკვლავი გახდა სატელევიზიო შოუს - "აპრენტისის" - მეშვეობით.
ტრამპს ხელში უჭირავს თავისი წიგნი "როგორ გავმდიდრდეთ", რომელიც 2004 წელს გამოიცა. მას პოპულარობა მოუტანა 1987 წელს გამოსულმა ნაშრომმა - "გარიგების ხელოვნება", რომელიც ბესტსელერი იყო.
ტრამპმა სლოვენიელი მოდელი, მელანია კნაუსი ცოლად შეირთო 2005 წელს. მათი ვაჟი, ბარონი 2006 წელს დაიბადა.
ტრამპის ვაჟი, ბარონი მამამისის ვარსკვლავზე თამაშობს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" 2007 წელს.
ტრამპის მშენებარე "ინტერნეშნლ ჰოტელი" და "ტაუერი" ჩიკაგოში. 2006 წელი.
კაზინო "ტაჯ მაჰალი" ატლანტიკ სიტიში. მაგნატის ერთ-ერთი წარუმატებელი პროექტი, რომელიც გაკოტრდა.
ტრამპი სიტყვით გამოდის "ტი პარტის" შეხვედრაზე, ფლორიდაში 2011 წელს. ულტრა-მემარჯვენე ფრაქციის წინაშე გამოსვლისას, მან ძლიერად შეუტია ბარაკ ობამას. ტრამპმა გაამხილა, რას გააკეთებს, პრეზიდენტი რომ გახდეს. იმავე წელს მან დაიწყო პრეზიდენტ ობამას აშშ-ში დაბადების ეჭვქვეშ დაყენების კამპანია.
ტრამპმა მიიღო პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად თავისი წარდგენა რესპუბლიკელთა საყოველთაო ყრილობაზე, კლივლენდში, ოჰაიოში, 2016 წლის 21 ივლისს.
ტრამპი მიესალმა მომხრეებს მანჰეტენში, ტრამპის "ტაუერთან" 2016 წლის 8 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
საარჩევნო კამპანიის დროს, რამდენიმე ქალმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ტრამპმა მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სიცრუეა და რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ის მათ უჩივლებს.
დონალდ და მელანია ტრამპები ნიუ-იორკში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დროს. 2016 წლის 8 ნოემბერი.