საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა. პროექტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, როგორც ოპოზიციის, ასევე ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურის კრიტიკა დაიმსახურა. ბიუჯეტის პროექტზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის სტუმრები - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი აბაშიშვილი და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. დისკუსიას კახა მჭედლიძე უძღვება.