„ჩხუბის შიშით ჩხუბს თავიდან ვერ აიცილებ“

საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ცენტრალური საკითხი რუსეთიდან მომდინარე საფრთხე იყო. მაიკ პენსმა მრავალჯერ განმარტა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია: რუსეთის ქმედებების, მათ შორის - საქართველოს ოკუპაციის მიმართ, აგრეთვე - ნატოს წევრებისა და ნატოს პარტნიორების უსაფრთხოების დაცვის საკითხზე. ვის ოპტიმიზმი გაუმყარა, ვისში უარყოფითი ემოცია გააღვივა და ვის კითხვები გაუჩინა როგორც პენსის მკაფიო განცხადებებმა, ისე საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ამერიკული სამხედრო ტექნიკის საქართველოს ტერიტორიაზე ჩავლამ. ნინო გელაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის თავისებურებებსა და აშშ-თან ურთიერთობაში საქართველოს ამოცანებზე სალაპარაკოდ თბილისის სტუდიაში მიიწვია: თორნიკე შარაშენიძე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, და გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.

Your browser doesn’t support HTML5

„ჩხუბის შიშით ჩხუბს თავიდან ვერ აიცილებ“