სახელმწიფო და გამომცემლობები - დაპირისპირება კერძო საკუთრების მითვისების ბრალდებით

კახმეგ კუდავა, ნია ჭაჭიაშვილი

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომდევნო სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები, გამომცემლობების გვერდის ავლით, სტამბებში დაიბეჭდება და საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება. გადაწყვეტილების საფუძვლად კი იქცა წინა ხელისუფლების მიერ სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეტანილი ის მუხლი, რომელიც მაშინ არ ამოქმედებულა და რომელიც სახელმწიფოს, სურვილის შემთხვევაში, გამომცემლობების ნების მიუხედავად, მათი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელად აქცევს. გამომცემლობები განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ, თავად საკითხი კი საზოგადოებრივი განსჯის ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს. თემაზე ჩვენს სტუდიაში დღეს გამომცემლობა ინტელექტის დირექტორი კახმეგ კუდავა და განათლების საკითხთა ექსპერტი ნია ჭაჭიაშვილი საუბრობენ.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი კახმეგ კუდავასთან და ნია ჭაჭიაშვილთან