ეს ქვეყანა საქართველოა... ქვეყანა, სადაც შენობების უსაფრთხოების ნორმები და რეგულაციები არ არსებობს; სადაც არ არის სამსახური, რომელიც შეამოწმებს რა ვითარებაა სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით; სადაც არავინ დაგიდევს არის თუ არა საფრთხე და, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, არის თუ არა გათვალისწინებული ყველა შესაძლო გზა ადამიანების გადასარჩენად. ქვეყანა, სადაც ეკონომიკის მინისტრისვე თქმით, 2009 წლის დადგენილებით, ფაქტობრივად, გაუქმდა რეგულაციები ამ სფეროში, თუმცა მას შემდეგ არავის უფიქრია მათ აღდგენაზე ეზრუნა. ქვეყანა, სადაც ამ დარგის სპეციალისტობა არავის უნდა, რადგან შემდეგ სამსახურს ვერ იშოვის და ოჯახს ვერ არჩენს.
მოკლედ, რა ვითარებაა საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით - სახელმწიფო, ბიზნესი თუ საზოგადოება... მარინა ვაშაყმაძემ სადისკუსიო მაგიდასთან სასაუბროდ მიიწვია საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ანატოლი ნევეროვი.
Your browser doesn’t support HTML5