„სააფთიაქო ნარკომანია“ - ლეგალურად დამღუპველი

ლევან ბარამიძე, ზურაბ სიხარულიძე

დღევანდელი დისკუსია ეძღვნება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ პრობლემას საქართველოში. სპეციალისტების თანახმად, მედიკამენტებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც არადანიშნულებისამებრ, სხვადასხვა კომბინაციაში და ხშირად ძალიან მაღალი დოზით გამოიყენება, არცთუ იშვიათად იცვლება. რა არის „სააფთიაქო ნარკომანია“ და როგორ შეიძლება მისი მეტ-ნაკლებად რეგულირება? ამ თემაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების ყოველკვირეული დისკუსიის სტუმრები - ლევან ბარამიძე, „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ლევან ბარამიძესთან და ზურაბ სიხარულიძესთან