თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საახალწლო კონცერტებზე და სხვა მსგავსი სახის მასობრივ ღონისძიებებზე მომღერლები შესაძლოა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩიონ. „საზოგადოება ვისაც დაგვიკვეთავს მას დავიქირავებთო”, – განაცხადა ქალაქის მერმა „პრაიმტაიმისათის“ მიცემულ ინტერვიუში. გააუმჯობესებს თუ არა მსგავსი მიდგომა კონცერტების ხარისხს და საერთოდ, როგორი უნდა იყოს კარგი კონცერტი თბილისში - ამ თემაზე სალაპარაკოდ ნიკო ნერგაძემ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოიწვია მუსიკალური მიმომხილველი ლევან ძნელაძე და მუსიკის მენეჯერი ბექა მოლაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5