რიგის სამიტის მიმართ მოლოდინებიც, როგორც ასეთი დონის და მნიშვნელობის ფორუმების წინ ხდება ხოლმე, იქცა საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის საგნად. პოლიტიკოსები სხვადასხვაგვარად აფასებენ როგორს რიგის სამიტის მიზნებს, აგრეთვე საქართველოს საკეთებელ საქმეს. სინამდვილეში რამ შეიძლება განაპირობოს რიგის სამიტის შედეგი: რა ამოცანა უდგას ამ ეტაპზე ევროკავშირს და რა - მისი გადაწყვეტილების მომლოდინე საქართველოს? რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ამ სამიტის შედეგი? ნინო გელაშვილმა ამ საკითხებზე სამსჯელოდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ირალი ფორჩხიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.
Your browser doesn’t support HTML5