პოლიტიკური დევნა თუ სამართლიანობის აღდგენა?

ხათუნა ლაგაზიძე, მერაბ ბასილაია

თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა - ეს ის მუხლებია, რომელთა მიხედვითაც პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენა. ზემოხსენებული სამი საერთო მუხლის გარდა, ვანო მერაბიშვილს გამოძიება, დამატებით, სხვისი კერძო საკუთრების მითვისებასაც ედავება. ამას გარდა, შესაძლოა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს - პროკურატურისვე თანახმად, უკვე დასრულებულია 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამოძიება, რომელმაც ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაც გამოკვეთა. რა გახდა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების მთავარი მიზეზი და რა კავშირშია ეს დაკავება 17 მაისის მოვლენებთან? ამ თემაზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე და ილიას უნივერსიტეტის სამოქალაქო კვლევების ცენტრის დირექტორი მერაბ ბასილაია.

Your browser doesn’t support HTML5

პოლიტიკური დევნა თუ სამართლიანობის აღდგენა?