კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტულ პრობლემებზე

გია გვილავა, ნაზი ჯანეზაშვილი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების 14 საქმის სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებს ასახავს. უზრუნველყოფს თუ არა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და რა ძირითადი ხარვეზები გამოავლინეს ეუთოს მონიტორებმა? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელი გია გვილავა.

Your browser doesn’t support HTML5

კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტულ პრობლემებზე