ევროატლანტიკური ინტეგრაცია - უმოკლესი გზა მიზნის მისაღწევად

დავით სიხარულიძე, თენგიზ ფხალაძე

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა აგვისტოს ომის 5 წლისთავზე რუსეთისა და საქართველოს ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში უკვე მერამდენედ განმარტა რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა რუსეთისთვის არასასურველია და ის ამას საფრთხედ აღიქვამს. იმ ფონზე, როცა ომიდან ხუთი წლის შემდეგ ოკუპაცია არა მხოლოდ შემდგარი ფაქტი, არამედ მიმდინარე პროცესია, როცა რუსეთის ხელისუფლება ხელს იბანს ამ პროცესზე პასუხისმგებლობისგან, როცა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს დასავლეთისკენ სწრაფვის მისთვის არასასურველობას, ჩვენი „სადისკუსიო რუბრიკის“ დღევანდელი სტუმრები თვლიან, რომ საქართველოსთვის მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზა ნატოში ინტეგრაციაზე გადის. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია დავით სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარე და თენგიზ ფხალაძე, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი დავით სიხარულიძესთან და თენგიზ ფხალაძესთან