ეს ამბავი განუცდია ყველას, ვინც ახლა რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდას მოუსმენს... ყველას ექნება თითო ამბავი გასახსენებლად - სკოლის ამბავი, ეზოს ამბავი, ან ის, რაც სპორტულ ბანაკში მოხდა... ამბავი, სადაც ჩვენმა თანატოლებმა უმიზეზოდ და ძალიან გვატკინეს გული, ან ჩვენ დავჩაგრეთ ვინმე ისე, რომ ამ ამბის გახსენება დღემდე უხერხულ განცდებს აღგვიძრავს, ან ჩვენმა შვილებმა გვიამბეს რაღაც და ვერც კი მივხვდით როგორი შეცდომა იყო ჩვენი პასუხი - „ნუ დარდობ, მოგვარდება როგორმე...“
ამ ამბავს თავისი ათასგვარი გამოვლინებით დღეს თავისი სახელი აქვს - ბულინგი... და ამ უმძიმეს პრობლემაზე საუბრობენ ფსიქოლოგი მაია ცირამუა და თინათინ ებანოიძე, სამართლებრივი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
Your browser doesn’t support HTML5