რა გამოწვევები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ, გაიზარდა თუ არა სამოქალაქო საზოგადოების როლი, უკვე შეიძლება თუ არა ამაზე ლაპარაკი? აქვს თუ არა გავლენა სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუციებზე საქართველოში და სად გადის ზღვარი? რა აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების წარსულმა გამოცდილებამ? ეს შეკითხვები ძალზე აქტუალურია დღევანდელ საქართველოში და სწორედ მათზე პასუხის დაძებნას ცდილობენ რადიო თავისუფლების დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის სტუმრები - პოლიტოლოგი გია ნოდია და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.