რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ვასილ კაჭარავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი. მან ილაპარაკა ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, ამერიკაზე და აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე.