სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგა ხიშტოვანი

27 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგა ხიშტოვანი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ლარის კურსის გამო მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაზე, პასუხისმგებლობების განაწილებაზე, ეროვნული ბანკის როლსა და მისთვის საზედამხედველო ფუნქციის მოხსნის ინიციატივაზე.