გიორგი ლომთაძე კრემლის პროპაგანდაზე
Your browser doesn’t support HTML5
2 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კრემლის პროპაგანდაზე საქართველოში. IDFI-მ მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი - "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა". გიორგი ლომთაძემ ილაპარაკა რუსეთის პროპაგანდის მიზნებზე, არხებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე.