დღევანდელ სადისკუსიო რუბრიკაში ვილაპარაკებთ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის საჭირო და არასაჭირო კომუნიკაციის გზებზე. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები არ აღმოჩნდეს საზიანო ეკონომიკისთვის, მეორე მხრივ კი, ამავე გადაწყვეტილებებს საფუძვლად არ უნდა ედოს ცალკეული მსხვილი ბიზნესის ინტერესები. სად გადის ზღვარი ამ ორს შორის? ამ თემაზე სალაპარაკოდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია: ნინო მერებაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მთავარი იურისტი და ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
Your browser doesn’t support HTML5