დევნილის სტატუსი - ავტომატურად?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, 45 ლარიდან 60 ლარამდე გაიზრდება დევნილის შემწეობა, ხოლო დევნილის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება დევნილთა რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურების გარეშე. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, დევნილის სტატუსი რეგისტრაციის გარეშე მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირთა შთამომავლებს. რას გულისხმობს „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა და რას ფიქრობენ ამის თაობაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში?