18 ნოემბერს თბილისს ეწვევა დიდი ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, დეტალები კი დაზუსტდა 15 ნოემბერს, ლინჩის ფონდის სამხრეთკავკასიური წარმომადგენლობის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.