თბილისში გაიხსნა დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა კავკასიაში. დიდი ამერიკელი კინორეჟისორი ნოემბრის ბოლოს ესტუმრა საქართველოს კინოსკოლისა და კინოფესტივალის გეგმებზე მოსალაპარაკებლად. დევიდ ლინჩს შეხვდა ჩვენი კორსეპონდენტი, სალომე ასათიანი, და ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვას მას. სალომე ასათიანი კობა ლიკლიკაძესთან საუბარში იხსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ლინჩთან შეხვედრა და წარმოგვიდგენს რამდენიმე ნაწყვეტს სრული ინტერვიუდან. (იხ. სრული ტელეგადაცემა)