საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი კომპანიების სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმები განიხილა. 16 კომპანია, ჯამში, 1 მილიარდამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. როგორ აისახება გაზრდილი ინვესტიციები და ლარის გაუფასურება სამომხმარებლო ტარიფზე? კომპანიის ხელმძღვანელები ტარიფის გაზრდას ახალი წლიდან ვარაუდობენ.