„დედამიწაზე საუკეთესო გალოშები“
Your browser doesn’t support HTML5
რეკლამის ისტორია საქართველოში საუკუნეზე მეტს ითვლის - უფრო ზუსტად კი,
საგაზეთო რეკლამის ისტორია. ის სათავეს იღებს მეცხრამეტე საუკუნის
მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მედუქნეები, ვაჭრები,
ექიმები თუ სასტუმროების მეპატრონეები მარტივი, პირდაპირი ტექსტებით
დაწერილი განცხადებებით ცდილობდნენ კლიენტის მოზიდვას. დღეს, როდესაც
სარეკლამო საქმე დიდ ბიზნესად იქცა, ის საგაზეთო რეკლამები თითქოს
გულუბრყვილოდაც კი მოჩანს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეკლამის სფეროში
მუშაობენ ან იკვლევენ მას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძველ გაზეთებში
ნაპოვნი განცხადებები მათთვის მაინც ძალიან საინტერესოა სხვადასხვა
მიზეზის გამო.