8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, უკვე მიღებულ და განხილვის სტადიაში არსებულ კანონებსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ მედიისათვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. უსუფაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.
პარლამენტის თაჯმდომარემ მედიასთან განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საუბარი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტების პაკეტით დაიწყო, რომელიც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ხელმოსაწერად მიხეილ სააკაშვილის სამუშაო მაგიდაზე დევს. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს მასზე ხელმოსაწერად 15 მაისამდე აქვს ვადა, ხოლო თუ ხელს არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარე გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებას და მას თავად მოაწერს ხელს, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება:
”ყველაზე გვიან, ეს კანონი 16-17 მაისს გამოქვეყნდება და შევა ძალაში”.
მეორე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და რომლის ირგვლივაც ჯერჯერობით მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა, შრომის კოდექსია. უსუფაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არაერთი მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა და პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელშიც როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული:
”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონსენსუსთან, იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან, რომლებიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს და, მეორე მხრივ, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს. ყველა ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი პარამეტრები იქნება დაცული და ის, რომ კვირაში 6 დღე - დღეში 12 საათი - მუშაობდეს ვინმე და ამისთვის იღებდეს იმ გასამრჯელოს, რაც დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირისთვის, ასე არ და ვერც იქნება”.
ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში ინიცირებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის საკომიტეტო მოსმენები მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს, მომავალ კვირაში კი სესიაზეც გავიდეს განსახილველად. უსუფაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდება, საბჭოს შემადგენლობა ეტაპობრივად განახლდება. ამ კანონის მთავარი მიზანი ტელევიზიის გათავისუფლებაა და არა მისი ერთი ხელიდან მეორე ხელში გადასვლა, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტი მთავრობისგან ასევე ელის თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც, უსუფაშვილის შეფასებით, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის საფუძველი გახდება:
”წინა ხელისუფლება სახელმწიფოს მშენებლობას თავიდან იწყებდა: ცენტრი უნდა ყოფილიყო ძლიერი და ყველაფრის გამაკონტროლებელი. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო ქვემოდან ზემოთ უნდა აშენდეს - ფუნდამენტი, თვითმმართველობა, მოქალაქეები, რომლებსაც, პირველ რიგში, საკუთარი სოფლის, ქალაქის თუ რეგიონის საკითხებზე მიუწვდებათ ხელი და იქ ახერხებენ არჩეული მმართველების გაკონტროლებას... მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებას”.
კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ინტერნეტკონტროლს, ამა თუ იმ სახის ინტერნეტრეგულაციებს შეეხებოდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო დღეებში - მას შემდეგ, რაც სწორედ ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას სხვაგვარად უნდა მოევლოს - მისი თქმით, ინტერნეტის გაკონტროლება იმიტომაც არის უაზრობა, რომ ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. კონკრეტული ინფორმაციის გამავრცელებლის დაბლოკვა-გადაკეტვა ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალი იქნებოდა, ფიქრობს უსუფაშვილი:
”ამ ტიპის ქმედების ჩამდენი თუ ამ ტიპის პროდუქციის შემქმნელი, გამავრცელებელი ძალიან კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით. ინტერნეტის კონტროლით და რაღაცის აკრძალვით არა მგონია ამ საქმეს ეშველოს. იქნებ სხვა მიმართულებითაც არის კამპანია წამოსაწყები. თქვენ გახსოვთ, გამოჩნდა თუ არა პირადი ცხოვრების შემლახველი მორიგი ვიდეოკადრები, მაშინვე საზოგადოებაში გაჩნდა დამოკიდებულებაც, რომ ისინი წაეშალათ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც მათი ნახვა აინტერესებდა. გასაგებია, ადამიანები სწორედ იმიტომ ვართ, რომ რაღაც ცდუნებებს გავუმკლავდეთ. ამიტომ ვამბობ, რომ იქნებ სხვა ტიპის კამპანიებიც ჩავატაროთ, რომ ასეთი რამეების კეთება არ შეიძლება. ეს ზნეობის და მორალის საქმეა”.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ის გამოეხმაურა უმცირესობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხი შეტანილი არ არის. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული სტრუქტურების მუშაობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი ხან განიხილება, ხან არა და კიდევ ერთხელ განმარტა ახალი ხელისუფლების პოზიცია საქართველოს დასავლური კურსისა თუ კონფლიქტების თაობაზე:
”ევროპულ ცაზე რაიმე შავი ღრუბლის ნატამალიც კი, რომელიც საქართველოს პოზიციების შესუსტებას უქადის, რომ ან კონფლიქტის შესახებ გადაიხედება რამე ან ოკუპაციის შესახებ შეიცვლება პოზიცია, ასეთი რამ არ არსებობს”.
დავით უსუფაშვილმა მედიას ასევე განუცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, თუმცა, ზოგადად, კანდიდატის ვინაობას კოალიცია ”ქართული ოცნება” ერთობლივად, შიდა კონსულტაციების გზით, გადაწყვეტს და მის ვინაობას საქართველოს საზოგადოება, სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს, გაიგებს.

ყველა ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი პარამეტრები იქნება დაცული და ის, რომ კვირაში 6 დღე - დღეში 12 საათი - მუშაობდეს ვინმე და ამისთვის იღებდეს იმ გასამრჯელოს, რაც დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირისთვის, ასე არ და ვერც იქნება...დავით უსუფაშვილი
მეორე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და რომლის ირგვლივაც ჯერჯერობით მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა, შრომის კოდექსია. უსუფაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არაერთი მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა და პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელშიც როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული:
”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონსენსუსთან, იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან, რომლებიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს და, მეორე მხრივ, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს. ყველა ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი პარამეტრები იქნება დაცული და ის, რომ კვირაში 6 დღე - დღეში 12 საათი - მუშაობდეს ვინმე და ამისთვის იღებდეს იმ გასამრჯელოს, რაც დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირისთვის, ასე არ და ვერც იქნება”.
ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში ინიცირებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის საკომიტეტო მოსმენები მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს, მომავალ კვირაში კი სესიაზეც გავიდეს განსახილველად. უსუფაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდება, საბჭოს შემადგენლობა ეტაპობრივად განახლდება. ამ კანონის მთავარი მიზანი ტელევიზიის გათავისუფლებაა და არა მისი ერთი ხელიდან მეორე ხელში გადასვლა, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ამ ტიპის ქმედების ჩამდენი თუ ამ ტიპის პროდუქციის შემქმნელი, გამავრცელებელი ძალიან კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით. ინტერნეტის კონტროლით და რაღაცის აკრძალვით არა მგონია ამ საქმეს ეშველოს...დავით უსუფაშვილი
პარლამენტი მთავრობისგან ასევე ელის თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც, უსუფაშვილის შეფასებით, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის საფუძველი გახდება:
”წინა ხელისუფლება სახელმწიფოს მშენებლობას თავიდან იწყებდა: ცენტრი უნდა ყოფილიყო ძლიერი და ყველაფრის გამაკონტროლებელი. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო ქვემოდან ზემოთ უნდა აშენდეს - ფუნდამენტი, თვითმმართველობა, მოქალაქეები, რომლებსაც, პირველ რიგში, საკუთარი სოფლის, ქალაქის თუ რეგიონის საკითხებზე მიუწვდებათ ხელი და იქ ახერხებენ არჩეული მმართველების გაკონტროლებას... მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებას”.
კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ინტერნეტკონტროლს, ამა თუ იმ სახის ინტერნეტრეგულაციებს შეეხებოდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო დღეებში - მას შემდეგ, რაც სწორედ ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას სხვაგვარად უნდა მოევლოს - მისი თქმით, ინტერნეტის გაკონტროლება იმიტომაც არის უაზრობა, რომ ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. კონკრეტული ინფორმაციის გამავრცელებლის დაბლოკვა-გადაკეტვა ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალი იქნებოდა, ფიქრობს უსუფაშვილი:
”ამ ტიპის ქმედების ჩამდენი თუ ამ ტიპის პროდუქციის შემქმნელი, გამავრცელებელი ძალიან კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით. ინტერნეტის კონტროლით და რაღაცის აკრძალვით არა მგონია ამ საქმეს ეშველოს. იქნებ სხვა მიმართულებითაც არის კამპანია წამოსაწყები. თქვენ გახსოვთ, გამოჩნდა თუ არა პირადი ცხოვრების შემლახველი მორიგი ვიდეოკადრები, მაშინვე საზოგადოებაში გაჩნდა დამოკიდებულებაც, რომ ისინი წაეშალათ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც მათი ნახვა აინტერესებდა. გასაგებია, ადამიანები სწორედ იმიტომ ვართ, რომ რაღაც ცდუნებებს გავუმკლავდეთ. ამიტომ ვამბობ, რომ იქნებ სხვა ტიპის კამპანიებიც ჩავატაროთ, რომ ასეთი რამეების კეთება არ შეიძლება. ეს ზნეობის და მორალის საქმეა”.
ევროპულ ცაზე რაიმე შავი ღრუბლის ნატამალიც კი, რომელიც საქართველოს პოზიციების შესუსტებას უქადის, რომ ან კონფლიქტის შესახებ გადაიხედება რამე ან ოკუპაციის შესახებ შეიცვლება პოზიცია, ასეთი რამ არ არსებობს...დავით უსუფაშვილი