დავით ნარმანიამ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

Your browser doesn’t support HTML5

2 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე ბოლო წლების საქმიანობა შეაჯამა. ის აქცენტს თბილისის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე აკეთებს, ასევე გარევაჭრობის აკრძალვაზე, გამწვანებასა და ახალ საბავშვო ბაღებზე. ექსპერტ ცირა ელისაშვილის თქმით კი, ხალხი ახალი ხელისუფლებისგან გაცილებით მეტს ელოდა. მან ასევე გაიხსენა „პანორამა თბილისი“, რომლის მშენებლობის შეჩერებას საზოგადოების ნაწილი დღემდე ითხოვს.