დავით ბაქრაძე: მომავალ წელს ამერიკელი ინსტრუქტორები დაიწყებენ ქართველი ჯარისკაცებს მომზადებას

საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიურ უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ ახალ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცხრა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა და შემდეგ ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა იგეგმება.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ბაქრაძე: მომავალ წელს ამერიკელი ინსტრუქტორები დაიწყებენ ქართველი ჯარისკაცებს მომზადებას

19 მაისს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP), ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების საკითხებში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირება, რომელსაც თბილისში „უპრეცედენტოსაც“ უწოდებენ. მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2017 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერიც გაკეთდა. ამ ჩანაწერის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.