ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისთვის დაიწყო ტრენინგები, რომლებიც ხორციელდება ახლად დაწყებული კამპანიის, „გზა საზოგადოებისკენ“, ფარგლებში. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ASB, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთსა“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად, 300 ბენეფიციარს პროფესიულ გადამზადებაში დაეხმარება. ამ თემაზე გვესაუბრებიან „თავისუფლების დილის” სტუმრები: ASB-ის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი თამარ ხურცილავა და დავით გუჩუა – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთიდან“.
Your browser doesn’t support HTML5