დამწვრობა მზის სახელით
Your browser doesn’t support HTML5
გასულ წლებთან შედარებით წელს გაზრდილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში რუჯის მიღების შედეგად კანის დამწვრობით მოხვედრილი პაციენტების რიცხვი. ბოლო ერთ თვეში დამწვრობის ცენტრს უკვე მიმართა 165-მა პირმა, რომელთაგან 32-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომელსაც ექიმები გარუჯვის მოყვარულებს აძლევენ, მზისგან დამცავი საშუალებების მოხმარებაა.