27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, თანაბარ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა - ასეთია დასკვნა, რომელსაც, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც იზიარებენ. რა სახის დარღვევები აღინუსხა ხმის მიცემის დღეს და რამ გამოიწვია არჩევნების თავისუფლების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა?
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 50-მდე დეპუტატით იყო წარმოდგენილი. ჟოაო სოარესმა, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, რომელიც მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს უძღვებოდა, 28 ოქტომბერს საზოგადოებას საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში გააცნო.
„პოზიტიური და გამჭვირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოჰყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება“, განაცხადა ჟოაო სუარეშმა.
27 ოქტომბრის არჩევნებს მაღალი შეფასება მისცა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩმაც:
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ არჩევნების დროს საქართველოში შეიქმნა გარემო, სადაც მოსახლეობას შეეძლო ხმა გაცილებით თავისუფლად მიეცა. ასევე მოსახლეობას მედიისგან ინფორმაცია მიეწოდებოდა რეგულაციის გარეშე როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების დღეს. გარდა ამისა, ჩვენი შეფასებით, უბნების გახსნის, ხმების მიცემისა და დათვლის პროცესი პოზიტიური იყო“.
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომლის თქმითაც, 27 ოქტომბერი იყო ისტორიული დღე საქართველოს დემოკრატიისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის:
„საელჩო მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან და, შესაბამისად, ეს არჩევანი ზუსტად აისახა საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განიხილოს ნებისმიერი საჩივარი გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის სრული დაცვით. ვუერთდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნების აღნიშვნაში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისათვის“.
27 ოქტომბრის არჩევნების გამორჩეულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, ძირითადად იყო მხოლოდ უმნიშვნელო, საორგანიზაციო ხასიათის დარღვევები:
„პროცესს - როგორც კენჭისყრას, ასევე შედეგების დათვლას - ვაფასებთ დადებითად. ყველა კომპონენტში ხარისხი არის გაუმჯობესებული. გვხვდება ნაკლები დარღვევა, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი თვალსაზრისით. რეალურად ჩვენ იდენტიფიცირება გავუკეთეთ 12 საარჩევნო უბანს, სადაც დარღვევები ხდებოდა მრავალჯერადად“.
თუმცა, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს დარღვევები არ ყოფილა იმგვარი, რომ დამკვირვებლებს მოეთხოვათ უბნის შედეგების ბათილად ცნობა ან ბიულეტენების გადათვლა. არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები ვერც „ახალგაზრდა იურისტთა“ 400-მა დამკვირვებელმა აღმოაჩინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაიწერა 33 საჩივარი და 50-მდე შენიშვნა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარისხი თვისებრივად განსხვავდებოდა ყველა წინა არ არჩევნებისაგან. რა არის ამის მიზეზი?
„არჩევნების კარგად ჩატარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ხელისუფლების დამოკიდებულება არჩევნებისადმი და მისი ნება, თუ როგორი არჩევნების ჩატარება სურს: აქვს თუ არა სურვილი, გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი სამართალდამცველების სახით; გამოიყენოს თუ არა ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ მეტი ხმა მიიღოს, გააყალბოს და ასე შემდეგ, თუ მას უნდა თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერისა და ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებამ დიდწილად განაპირობა ის, რომ არჩევნებმა ასეთ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.
არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე მიუთითებს „მრავალეროვანი საქართველოს“ მონიტორინგიც, რომელიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არნო სტეპანიანის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ ყველა წინა არჩევნებზე მარნეულსა და ახალქალაქში ამომრჩეველთა აქტიურობა ლამის 100 პროცენტს აღწევდა, წელს კი 40 პროცენტს არ ასცილებია:
„ჩვენ ამ წლების მანძილზე ვამბობდით იმას, რომ ამ რეგიონებში მოქალაქეები გააზრებულ არჩევნებს არ აკეთებდნენ. ვამბობდი, რომ კლანებს, ფაქტობრივად, მიჰყავდათ უბნებზე ისინი „მარშრუტკებით“, კარუსელებით და ასე შემდეგ. წელს ასეთი რამ თითქმის არ მომხდარა. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ძირითადად იმ უბნებზე გვაქვს შენიშვნები, სადაც ამომრჩევლის აქტივობა 65-70% იყო, ხოლო იქ, სადაც აქტივობა 25-35%-ით მერყეობდა, თითქმის არ გვაქვს პრეტენზია, ანუ არჩევნები უფრო სუფთად ჩატარდა“.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები პირველად დასკვნებში ასევე აღნიშნავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპოლიტიკურობას, თუმცა რეკომენდაციის სახით კომისიის თავმჯდომარეს ურჩევენ, გადაამზადოს საუბნო და საოლქო კომისიების წევრები, რომელთა მაღალმა კვალიფიკაციამ სამომავლოდ უნდა გამორიცხოს იმ ტიპის დარღვევები, როგორიც აღინიშნა 27 ოქტომბრის არჩევნებზე.
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 50-მდე დეპუტატით იყო წარმოდგენილი. ჟოაო სოარესმა, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, რომელიც მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს უძღვებოდა, 28 ოქტომბერს საზოგადოებას საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში გააცნო.
„პოზიტიური და გამჭვირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოჰყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება“, განაცხადა ჟოაო სუარეშმა.
27 ოქტომბრის არჩევნებს მაღალი შეფასება მისცა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩმაც:
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ არჩევნების დროს საქართველოში შეიქმნა გარემო, სადაც მოსახლეობას შეეძლო ხმა გაცილებით თავისუფლად მიეცა. ასევე მოსახლეობას მედიისგან ინფორმაცია მიეწოდებოდა რეგულაციის გარეშე როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების დღეს. გარდა ამისა, ჩვენი შეფასებით, უბნების გახსნის, ხმების მიცემისა და დათვლის პროცესი პოზიტიური იყო“.
საელჩო მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან...რიჩარდ ნორლანდი
„საელჩო მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან და, შესაბამისად, ეს არჩევანი ზუსტად აისახა საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განიხილოს ნებისმიერი საჩივარი გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის სრული დაცვით. ვუერთდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნების აღნიშვნაში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისათვის“.
27 ოქტომბრის არჩევნების გამორჩეულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, ძირითადად იყო მხოლოდ უმნიშვნელო, საორგანიზაციო ხასიათის დარღვევები:
თუმცა, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს დარღვევები არ ყოფილა იმგვარი, რომ დამკვირვებლებს მოეთხოვათ უბნის შედეგების ბათილად ცნობა ან ბიულეტენების გადათვლა. არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები ვერც „ახალგაზრდა იურისტთა“ 400-მა დამკვირვებელმა აღმოაჩინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაიწერა 33 საჩივარი და 50-მდე შენიშვნა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარისხი თვისებრივად განსხვავდებოდა ყველა წინა არ არჩევნებისაგან. რა არის ამის მიზეზი?
ჩვენ ამ წლების მანძილზე ვამბობდით იმას, რომ ამ რეგიონებში მოქალაქეები გააზრებულ არჩევნებს არ აკეთებდნენ. ვამბობდი, რომ კლანებს, ფაქტობრივად, მიჰყავდათ უბნებზე ისინი „მარშრუტკებით“, კარუსელებით და ასე შემდეგ...არნო სტეპანიანი