ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მოქცეული მიწის ნაკვეთების ნაწილი წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ქარდავას, საკუთრებაში გადაეცა.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კერძო პირმა, ლევან ქარდავამ, მიწის ნაკვეთი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ სრულიად შემთხვევით მაშინ შეიტყო, როცა მუზეუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ დოკუმენტაციას იძიებდა.
ლილი ბერაიას ცნობით, თანამდებობაზე დანიშვნისას კულტურის სამინისტროში უთხრეს, დადიანების ეზო უზურფუქტით დაემტკიცებინა, რაც იმას ნიშნავს,რომ ტერიტორია სარგებლობაში გადაეცემოდა მუზეუმს ისე, რომ იგი უფლებამოსილი იქნებოდა გამოეყენებინა, მაგრამ ვერ შეძლებდა ამ ნივთის გასხვისებას, იპოთეკით დატვირთვას ან მემკვიდრეობით გადაცემას. შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება მუზეუმის დირექტორმა დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მათი თავმოყრა დღემდე ვერ მოახერხა:
„არ მინდა ჩემი დირექტორობის დროს ვინმემ თქვას, ეს ტერიტორიები ლილი ბერაიამ გაასხვისაო. ადგილობრივ რეესტრს მივწერე და პასუხად მივიღე, თქვენ არაფერი გეკუთვნითო. მაშინ ძალიან ცუდად გავხდი და ისევ დავიწყე ამ საბუთების მოგროვება. მერე გავიგე, რომ თურმე ჩვენი არაფერი ყოფილა. ყველაფერს სხვადასხვა კოდი ჰქონია და რუკაზე სასახლეებიც არ ჩანს“.
ლილი ბერაიას არ აქვს ინფორმაცია, როგორ გაიყიდა სასახლის ეზოს მიწის ნაწილი. იგი ეჭვობს, რომ ყველაფერი მის ზურგს უკან, მალულად მოხდა:
„ამბობდნენ, ვინმე ქარდავას, ბიზნესმენს, აქვსო ეს ნაყიდი და... ისე მიკვირდა ყიდვა ამ ტერიტორიის, რომელიც ნაკრძალია. ნაკრძალად უნდა იყოს გამოცხადებული და სასახლეებს ერთი მიწის გოჯიც არ უნდა მოაკლოს ვინმემ. გამიკვირდა ძალიან, მაგრამ მე რას ვიტყოდი, ჯერ კიდევ ამის ძიებაში ვიყავი...“
როგორ და რა მიზნით გაიყიდა დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი, გარკვევა სცადა ინტერნეტგამოცემა livepress.ge-იმ.
ონლაინგამოცემას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა გიორგი ფაცაციამ განუცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას დადიანების სასახლის ეზოში მოქცეული მიწის ნაკვეთის კერძო პირზე გასხვისების შესახებ და ვითარების გასარკვევად ჟურნალისტები ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართა.
თავის მხრივ, ვერც ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, როგორ აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში სახელმწიფოს კუთვნილი კულტურული ძეგლი.
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, დადიანების ისტორიული ნაკვეთის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს კულტურის სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში livepress.ge-ის განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთი დიდი ხნის წინ არის გაყიდული.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ამბავი დაიწყო საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 2012 წელს. იურიდიულად როდის მოხდა გაფორმება, ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, - განმარტავს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია უახლოეს დღეებში ზუგდიდში ჩავა და ადგილზე გაეცნობა დეტალებს. მინისტრი საქმის პირად კონტროლზე აყვანას გეგმავს.
რაც შეეხება კულტურის ძეგლის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, „ნაცონალური მოძრაობის“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა, რომელიც, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დადიანისეული სასახლის ეზოში 995 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კერძო პირმა, ლევან ქარდავამ, მიწის ნაკვეთი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ სრულიად შემთხვევით მაშინ შეიტყო, როცა მუზეუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ დოკუმენტაციას იძიებდა.
ამბობდნენ, ვინმე ქარდავას, ბიზნესმენს, აქვსო ეს ნაყიდი და... ისე მიკვირდა ყიდვა ამ ტერიტორიის, რომელიც ნაკრძალია. ნაკრძალად უნდა იყოს გამოცხადებული და სასახლეებს ერთი მიწის გოჯიც არ უნდა მოაკლოს ვინმემ...ლილი ბერაია