გივი ლომინაძე: შევარდნაძემ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა

გივი ლომინაძე

14 აგვისტოს 25 წელიწადი გავიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომიდან, რომელიც, როგორც ყველა შემდგომი საომარი დაპირისპირება, ცენტრის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით ჩაფიქრებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. რატომ ვერ გათვალა გამოცდილმა ედუარდ შევარდნაძემ საფრთხე, რომელიც საქართველოს აფხაზეთში ელოდა 25 წლის წინ? რატომ ჩაბარდა მართლწესრიგის აღდგენის ოპერაცია ასეთი საქმისათვის სრულიად გამოუსადეგარ და არაკომპეტენტურ თენგიზ კიტოვანს? რა იცოდნენ სოხუმში შევარდნაძე-არძინბას სატელეფონო საუბრის შესახებ და დააჩქარა თუ არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიერ ზუგდიდში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის მძევლად აყვანამ? 25 წლის წინანდელ ამბებს გაიხსენებს გენერალი გივი ლომინაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრო 1990-1992 წლებში.

Your browser doesn’t support HTML5

გივი ლომინაძე: შევარდნაძემ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა