ლევან ამირიძე: ვიღაცას ბლიცკრიგი უნდოდა

დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთ, ნაკლებად შესწავლილ, ეპიზოდზე. ესაა სამხედრო ოპერაცია ჯავის მიმართულებით, რომელშიც საქართველოში შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტური ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ საბრძოლო ამოცანით, უზრუნველეყოთ სათადარიგო რაიონში პლაცდარმი მთავარი ძალებისათვის. შევეცდებით გავარკვიოთ, ვინ ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო ძალების ოპერაციას ჯავის მიმართულებით და რატომ აღმოჩნდნენ ოსური ბანდფორმირებების მდევნელი ქართველი ჯარისკაცები მალე დევნილების როლში. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს თადარიგის მაიორი ლევან ამირიძე, 2008 წლის ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საბრძოლო პოლიციის მეთაური.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ამირიძე: ვიღაცას ბლიცკრიგი უნდოდა