ხათუნა ლაგაზიძე: გამორიცხულია დეოკუპაცია სამხედრო გზით

ხათუნა ლაგაზიძე

საქართველოში უპრეცედენტო მხარდაჭერად შეფასდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით მიღებული ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დოკუმენტში, სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული იმ შეთანხმების პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს. „შიშები იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდებოდა რუსეთსა და აშშ-ს შორის გარიგების ობიექტი, წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, - ამბობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რათა სამხედრო გზით გადაჭრას ოკუპაციის პრობლემა.

Your browser doesn’t support HTML5

ხათუნა ლაგაზიძე: გამორიცხულია დეოკუპაცია სამხედრო გზით