სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები მალე ახალი აქციის მოწყობას აპირებენ საოკუპაციო ხაზის ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე, სადაც აქტივისტებმა 25 ივლისიდან დაიწყეს სამოქალაქო პატრულირება, რომელიც ოკუპანტების დესტრუქციული ქმედებების მონიტორინგსა და განგაშის ატეხას ითვალისწინებს. როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი მუშაობენ გადაცემაზე „საუბრები საოკუპაციო ზონიდან“, რომელიც ინტერნეტის ან რომელიმე სატელევიზო არხის საშუალებით გავა ეთერში.
Your browser doesn’t support HTML5