თენგიზ ფხალაძე: რუსეთი სულ უფრო მეტად გამოიყენებს „რბილ ძალას“

თენგიზ ფხალაძე

“პატარა ერები დიდ როლს თამაშობენ ავღანეთის სამხედრო მისიაში“, - ასე შეაფასა გასული წლის ბოლოს ცნობილმა ამერიკულმა სამხედრო გამოცემა „სტარს ენდ სტრაიფსმა“ ქართველი ჯარისკაცების მოქმედება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. და მართლაც, სიდიდით მეორე ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში, ერთი ცნობილი ფრანგი დიპლომატის გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, საქართველოს დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი კოზირია. ქართველ სამხედროთა მცირე ჯგუფი დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის შემადგენლობაშიც ასრულებს სპეციალურ ამოცანებს. თუმცა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მხოლოდ დამხმარე საშუალებაა ქართული დიპლომატიისა და, მთლიანად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელსაც 2016 წელს ძალიან რთული გამოწვევები ელოდება. ამ საკითხებზე მსჯელობენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და კობა ლიკლიკაძე რადიო თავისუფლების სათავო ოფისში.

Your browser doesn’t support HTML5

თენგიზ ფხალაძე: რუსეთი სულ უფრო მეტად გამოიყენებს „რბილ ძალას“