გენერალი გიგი კალანდაძე ყველაზე მაღალი წოდების ქართველი ოფიცერია, რომელიც ამჟამად მოხალისედ იმყოფება უკრაინაში და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, საქართველოსა და ისრაელის სხვა სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად, როგორც ახალწვეულებისაგან დაკომპლექტებული ცალკეული ქვედანაყოფების, ისე ბრიგადის დონის შტაბების მომზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელია. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მას არ აქვს ოფიციალური სტატუსი უკრაინის არმიაში და ამას არც ესწრაფვის, რადგან საქართველოში დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეობის მიღება სურს. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს სამხედრო ძალებში არავინ ელოდება, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად გიგი კალანდაძეც იყო ბრალდებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეში.
Your browser doesn’t support HTML5