ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71-ე წელი
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს სამთავრობო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მეორე მსოფლიო ომში 700 ათასამდე ქართველი გაიწვიეს, დაიღუპა 200 ათასზე მეტი.