რას ცვლის ჭანტურიას გადადგომა?

გიორგი ჭანტურია

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გადადგომის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი დირექტორის არჩევის საკითხი. მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, რომლის წევრები წინა მოწვევის პარლამენტის მიერ არიან დანიშნული, უკვე გამოაცხადა ღია კონკურსი გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის პირველ ეტაპზე, რომელიც 20 დეკემბერს დასრულდება, დირექტორობის მაძიებლებმა უნდა წარადგინონ პროფესიული რეზიუმეს ელექტრონული ვერსია. კონკურსის მეორე ეტაპზე სამეურვეო საბჭოს წევრები გამარჯვებულს გასაუბრების გზით გამოავლენენ. რას ცვლის არსებითად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომა?

Your browser doesn’t support HTML5

რას ცვლის ჭანტურიას გადადგომა?