რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა „დედაენის ბაღში“, მოთხოვნით ”არ მოჭრა”. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინიციატივით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს თბილისის მერისადმი მიმართვას, განიმარტოს ბოლო დროს დედაქალაქში ხეების მასობრივი ჭრის აუცილებლობა და ის, თუ რას აპირებს ამ თვალსაზრისით მერია მომავალში. მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მოთხოვნა.
”არ მოჭრა” - ეწერა თაბახის ფურცლებზე, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა ”დედაენის ბაღში” ხეებს ლენტებით შემოაკრეს, რასაც ბაღის დაცვის თანამშრომელთა მცირეოდენი უკმაყოფილება მოჰყვა. ვითარება მალევე განიმუხტა, რადგან აქციის ორგანიზატორებმა დაცვის თანამშრომლები დაარწმუნეს, რომ ისინი გარემოს დამცველები იყვნენ და თავად იყვნენ დაინტერესებულნი ხეების გადარჩენით. აქცია ”მწვანე ალტერნატივისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ იყო ორანიზებული. ისინი და მათთან ერთად რიგითი თბილისელები აპროტესტებდნენ მერიის მოქმედებას - უკანასკელ დროს თბილისში რამდენიმე ადგილას ხეების ჭრას. „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ განაცხადა:
”ამ წუთებში, როგორც ჩვენ ვიცით, მიმდინარეობს გეგეშიძის ბაღში ხეების ჭრა და განსაკუთრებით პრობლემატურია მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებული ვორონცოვამდე არსებული მდგომარეობა. იქ, როგორც ჩვენ გავიგეთ, არც ერთი ხე არ უნდა დარჩეს და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამბობენ, კომუნიკაციებს აზიანებსო, თუმცა იქაური მოსახლეობა ამბობს, რომ კომუნიკაციები შარშან ზაფხულში გამოიცვალა, ანუ მოხდა თუ არა სკანირება, ფესვები მართლა აზიანებს თუ არა ამ კომუნიკაციებს, ჩვენ ეს არ ვიცით. რაც მთავარია, ღამის 12 საათზე იწყებენ ჭრას. როცა ვეუბნებით, გვაჩვენეთ რის საფუძველზე ხდება ესო, გვეუბნებიან, მერიას მიმართეთო; მერიაში როცა ვრეკავთ, როგორც წესი, არავინ არაფერი იცის.”
როგორც მანანა ქოჩლაძე განმარტავს, ხეების ჩეხის საბაბად გზის გაფართოებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის აუცილებლობა სახელდება, თუმცა ეს არასაკმარის მიზეზად მიაჩნიათ გარემოს დამცველებს. ამიტომ ისინი თბილისის მერიას განცხადებით მიმართავენ, გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ადეკვატურად განმარტონ ხეების ჭრის აუცილებლობა და მომავლის სტრატეგია, მანამდე კი შეჩერდეს ხეების ჭრა.
აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა. მათ შორის იყო ნატა ფერაძე. ის ამბობს, რომ მერიის სამსახურები ძირითადად ჭადრებს ჭრიან და საზოგადოება ამას არ ეწინააღმდეგება იმ მოტივით, რომ ის ალერგიის გამომწვევი მცენარეა. თუმცა ნატა ფერაძე ამბობს, რომ მან სპეციალურად შეისწავლა ჭადრის ალერგიულობა და მისი სასარგებლო თვისებებიც და ახლა საზოგადოებისთვის ამის ახსნას ცდილობს:
”იმდენი სარგებლობა მოაქვს ჭადარს გარდა იმისა, რომ ფოთლები ჟანგბადს გამოყოფს... ჭადრის ქერქი ერთ-ერთი კარგი ფილტრია, იღებს ჰაერიდან მავნე ლითონებს და ფანტასტიკურად წმენდს, 4 წელიწადში ერთხელ კი იცვლის ქერქს. ინტერნეტში ფორუმზეც და ფეისბუკზეც დავდე ჭადრის ფოთლის სურათი, სადაც ხატია ჭადრის ფოთოლი, ჭადრისა, რომელიც დარგულია ურბანულ გამწვანებაში და რომელიც დარგულია სუფთა სივრცეში და რამხელა ნაგავი აქვს ამ ფოთოლს აღებული... მიკროსკოპიული ფოტოები დევს და ნაჩვენებია ის ნაგავი, რაც ამ ჭადარმა აგვაცილა. მე მინდა, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ჭადრის სარგებლობაზე.”
მაშინ, როცა თბილისის მწვანე საფრის ფართობი ისედაც კრიტიკულად მცირეა, ხეების ჭრა გამოუსწორებელ შეცდომად მიაჩნია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს ირაკლი მაჭარაშვილს. მით უფრო, როდესაც, მისი სიტყვებით, ავტომანქანების გამონაბოლქვსა და საწვავზე კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება. აქვე ვთქვათ, რომ სულ რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში ხეები მოიჭრა მტკვრის სანაპიროზე, აღმაშენებელზე, მარჯანიშვილზე, ვაკეში, მე-9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
”საბჭოთა პარამეტრების და ნორმების მიხედვითაც კი, რომელიც არსებითად დღესაც მოქმედებს, ქალაქში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი უნდა იყოს 1 სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი. საბჭოთა დროსაც კი 13 კვმ იყო და ვერ ასრულებდა ამ ნორმას, ოფიციალური მონაცემით. 2001 წლისთვის ეს მონაცემები ჩამოვიდა 5,5 კვმ-ზე და ახლა კიდევ უფრო ცოტა არის, მაგრამ ესეც უხარისხოა და მხოლოდ რაოდენობაა და, ფაქტობრივად, ჩვენ საშინელებას ვსუნთქავთ”, ამბობს „მწვანე ალტერანატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.
რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თბილისის მერიისგან ინფორმაციის მიღებას, თუ რატომ იჭრება დედაქალაქის ქუჩებში ხეები და რა გეგმები აქვს მერიას სამომავლოდ, რითი აპირებს მოჭრილი ხეების ჩანაცვლებას... ასევე გვაინტერესებდა, რამდენადაა შესაძლებელი საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა და მათი ინტერესების გათვალისწინება, თუმცა ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღის ბოლომდე კომენტარის მიღება ვერ შევძელით.

Your browser doesn’t support HTML5