კულტურის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის

ნიკო ნერგაძე, გიორგი გვახარია, სოფიო კილასონია, გურამ ოდიშარია

გასულ კვირაში ჰაინრიხ ბიოლის ფონდში მოეწყო დისკუსია, რომელიც კულტურას, უფრო სწორად კი კულტურის პოლიტიკას მიეძღვნა. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის ახალი მინისტრი - გურამ ოდიშარია. მოხსენებების დასრულების შემდეგ დისკუსიის სტუმრებმა ყველაზე მეტი შეკითხვით სწორედ გურამ ოდიშარიას მიმართეს.