COVID-19: სკოლები სერიოზული გამოცდის წინაშე
მასწავლებელი მოსწავლეს ხელების დეზინფექციას უტარებს სასწავლო წლის პირველ დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში.
ყირგიზ ბავშვებს დამცველი პირბადეები უკეთიათ, ისინი 1,5 მეტრ მანძილს იცავენ სკოლის პირველ დღეს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ბიშკეკში.
პირბადიანი გოგო-ბიჭი სასწავლო წლის პირველ დღეს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვის სკოლაში.
გოგონას სიცხეს უზომავენ სკოლის პირველ დღეს ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში.
პირველკლასელი გოგონა სკოლის ზარს რეკავს სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე მინსკის 23-ე გიმნაზიაში.
პირბადიანი მოსწავლეები „ცოდნის დღის“ ცერემონიაზე ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოსწავლეთა დაბრუნებისთვის ემზადება.
მასწავლებლები საკლასო ოთახს ამზადებენ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.
მოსწავლეები ერთმანეთისგან დაშორებით სხედან იტალიის ქალაქ ტურინის „მსოფლიო საერთაშორისო სკოლაში“.
ექვსი წლის ტილდა პირბადეს ისწორებს და პირველად მიემართება სკოლაში გერმანიის ქალაქ როდენბახში 18 აგვისტოს. გერმანიაში სკოლებმა აგვისტოს დამდეგიდან დაიწყეს მუშაობა. სპეციალისტთა თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ გერმანიაში 20 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კორონავირუსით ინფიცირების პროპორციული მაჩვენებლები არ გაუარესებულა.
ანრი მატისის სკოლის მოსწავლეები საფრანგეთის ქალაქ ნიცაში. საფრანგეთში მასწავლებლებს და 11-18 წლის მოსწავლეებს პირბადეების ტარება ევალებათ სკოლის შენობაშიც და მის გარეთაც.
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები თათარსტანის დედაქალაქ ყაზანის სკოლაში.
სასწავლო წლის პირველი დღე ყაზანის სკოლაში.
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გააუქმეს 1 სექტემბრის ტრადიციული ცერემონია. რუსეთის სკოლებში მოსწავლეებს შენობაში შესვლის წინ სიცხეს უზომავენ, შენობაში განაწილებულია ხელების სადეზინფექციო საშუალებები.
პირველკლასელები სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე ნოვოსიბირსკის 218-ე სკოლაში. რუსეთში 17 მილიონი მოსწავლე უბრუნდება საკლასო ოთახებს. პირბადეები არ არის სავალდებულო, მაგრამ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზოგი სხვა ზომა შემოიღო.
დუშანბეში ახალი სასკოლო წელი 17 აგვისტოს დაიწყო. ტაჯიკი მასწავლებლები ჩივიან, რომ დასწრება დაბალია. ისინი სახლში აკითხავენ მოსწავლეებს, რათა დაარწმუნონ მშობლები, რომლებსაც აშინებთ სკოლებში უსაფრთხოების არასაკმარისი ზომები. ზოგიერთ სკოლაში ხელების სადეზინფექციო საშუალებები და საპონი დაარიგეს, მაგრამ სკოლების უმრავლესობაში უჭირთ ფიზიკური დისტანციის დაცვა.
დუშანბეს სკოლაში მოსწავლეებს სიცხეს უზომავენ. 17 აგვისტოს ფოტო.
ავღანელი მოსწავლე ქალაქ ჰერათის სკოლაში. ავღანეთში სკოლებმა 22 აგვისტოს განაახლა მუშაობა. მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა გაანახევრეს და გაკვეთილები ორ ცვლად ტარდება.
მასწავლებლები და ბავშვები ფიზიკურ დისტანციას იცავენ ღია ცის ქვეშ გაკვეთილისას მთიან დუდჰპათრიში, ინდოეთის ბუდგამის ოლქში. 24 აგვისტო.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ჩინეთის ქალაქ უჰანში 1 სექტემბერს.