თურქეთი: სამხედრო გადატრიალების ჩაშლილი ცდა

15 ივლისს, საღამოს რვის ნახევრისთვის, თურქეთის არმიის მოსამსახურეებმა გადაკეტეს ბოსფორის სრუტეზე გადებული ხიდები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სტამბოლის ევროპულსა და აზიურ ნაწილებს.

სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე ჯარისკაცებს გარს ეხვევიან სამოქალაქო პირები. ამასობაში, საღამოს 8 საათისთვის, დედაქალაქ ანკარიდან უკვე ვრცელდება ცნობები სროლისა და ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლების ფრენის შესახებ.

თურქი სამხედროები და სამოქალაქო პირები სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე.

საღამოს 10 საათისთვის ტანკებმა ალყა შემოარტყეს თურქეთის პარლამენტის შენობას ანკარაში. იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ. ამ სურათზე, რომელიც თურქი პოლიტიკოსის, ომერ ჩილეკის "ტვიტერის" ანგარიშიდან არის აღებული, კარგად ჩანს დაზიანებული შენობა.

სერიოზულად დაზიანდა პარლამენტის შენობის შიდა მხარეც.

ხალხი ანკარის ქუჩებში გამოვიდა, რათა წინააღმდეგობა გაეწია პუჩისტებისთვის.

ანკარის თავზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ ავიაგამანადგურებლები, ხალხი თავშესაფრის ძებნაში, აქეთ-იქით გარბოდა. 11 საათზე ტელეკომპანია NTV-მ გამოაცხადა, რომ თურქეთის არმიის ავიაგამანადგურებელმა ანკარის თავზე მეამბოხეთა ვერტმფრენი ჩამოაგდო.

ანკარაში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა, 42 კაცი დაიღუპა. ამ სურათზე ერთ-ერთი დაჭრილი მიწაზე წევს, მისი თანმხლები პირი შველას ითხოვს.

სტამბოლში ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა სამოქალაქო პირებმა ალყაში მოაქციეს ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგები.

თურქეთის დროშაში გახვეული დაჭრილი ქალი ანკარის სამხედრო შტაბის მახლობლად.

მოქალაქეთა რიგი სტამბოლის ერთ-ერთ ბანკომატთან.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტანკს გზა გადაუღობა მოქალაქემ.

სტამბოლის ტაქსიმის მოედანს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ავიაგამანადგურებლებმა, ხალხი თავშესაფარს ეძებს.

16 ივლისს, გამთენიისას, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა, სტამბოლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მკაცრად დასჯის გადატრიალების თაოსნებსა და მონაწილეებს. 

პრეზიდენტმა ერდოანმა თანამემაულეებს მოუწოდა, მთავრობის მხარდასაჭერად ქუჩაში გასულიყვნენ. ამ ანკარელებმა ყურად იღეს მოწოდება და ახლა ტანკის ხელში ჩაგდებასაც ცდილობენ.

პოლიცია აპატიმრებს სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგებს. პოლიციას თურქეთში, ტრადიციულად, უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, ვიდრე შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც ქვეყნის სეკულარული, დემოკრატიული კონსტიტუციის დამცველად მიიჩნევენ.

სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგები იარაღს აბარებენ ​პოლიციელებს.

ტანკი მოქალაქეთა ალყაში (ანკარა).

პოლიცია აპატიმრებს სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგებს.

16 ივლისს, დილაადრიან, სტამბოლელებით "დახუნძლულმა" ამ ტანკმა რამდენიმე მანქანას გადაუარა.

სტამბოლის ტაქსიმის მოედანს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ავიაგამანადგურებლებმა, ხალხი თავშესაფარს ეძებს.

მოქალაქეთა ჯგუფი ტანკზე, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მახლობლად.

მოკლული სამოქალაქო პირი ბოსფორის ხიდზე, სტამბოლში.

ეს თურქი ჯარისკაცი, რომელიც ბოსფორის ხიდზე მორიგეობდა, როგორც იტყობინებიან, ბრბომ მოკლა.

პოლიცია აპატიმრებს სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგებს. სამხედრო გადატრიალების ცდა აღკვეთილ იქნა. პრეზიდენტმა ერდოანმა 15-16 ივლისის ღამის მოვლენებს უწოდა "ღვთის საჩუქარი", რომელიც თურქეთს საშუალებას მისცემს, შეიარაღებული ძალები გაწმინდოს "ბოროტმოქმედებისგან".